Hot line : (0 353) 22 12 23

ახაშენში წყლის ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს

2 June, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან - გივი მეტრეველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახაშენში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის მიმდინარე სამუშაო მოინახულა.  ჭაბურღილის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  პროექტის ფარგლებში ე.წ. სამების უბანში ეწყობა ჭაბურღილი, დამონტაჟდება 25 ტონიანი რეზერვუარი და წყალმომარაგების ქსელი. ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყალი, საუბნო ონკანებით, რამდენიმე უბანში განაწილდება, რომლითაც 100 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ უბნების მოსახლეობას, ამ დრომდე, მხოლოდ ტექნიკური წყალი მიეწოდება.  სამუშაოებს გურჯანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს "ჰიდროგეო" ასრულებს.

Share page