Hot line : (0 353) 22 12 23

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კახეთში

21 May, 2020

კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად გააცნო.  პრემიერმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ნადარბაზების ვენახები და ქარხანა - ,,მეღვინეობა მუკუზანის“ სამუშაო პროცესი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ლევან დავითაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - ირაკლი ქადაგიშვილთან, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან - დავით სონღულაშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან - არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, მოინახულა.  გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ვენახის მნიშვნელობას საქართველოში და აღნიშნა, რომ ვაზი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და უძველესი ტრადიციების უნიკალური სიმბოლოა. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ღვინის წარმოებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში და სწორედ ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება აღნიშნულ დარგს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ სოფელზე ზრუნვისთვის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით 300 მლნ ლარი მობილიზდა, რაც ფერმერებს დაეხმარება შეღავათიან ფასად შეიძინონ დიზელი, სასუქები, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები, შეღავათები შეეხება ხვნის სამუშაოების საფასურს.

Share page