Hot line : (0 353) 22 12 23

ახაშენში წყლის ახალი ჭაბურღილი ეწყობა

20 May, 2020

სოფელ ახაშენში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში ე.წ. სამების უბანში მოეწყობა ჭაბურღილი, დამონტაჟდება 25 ტონიანი რეზერვუარი და წყალმომარაგების ქსელი. ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყალი, საუბნო ონკანებით, რამდენიმე უბანში განაწილდება, რომლითაც 100 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ უბნების მოსახლეობას, ამ დრომდე, მხოლოდ ტექნიკური წყალი მიეწოდება.  სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს "ჰიდროგეო" ასრულებს, რაზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

 

Share page