Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

Publish date: 16 May, 2020
End date: 16 May, 2020

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ქალაქ გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკის) სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც მალე დასრულდება.  ტექნოპარკში იფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, შოუ რუმები, საოფისე, სამუშაო და სასწავლო ოთახები, საერთო-სამუშაო და რეკრეაციული სივრცეები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.  გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 2 178 598 ათას ლარით ფინანსდება  ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს. პროექტის დასრულება კი ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.

 

 

Share page