სოფელ მუკუზანში სკოლის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება
კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების გამო დროებით შეჩერებული საგზაო სამუშაოები განახლდა სოფელ მუკუზანშიც, სადაც სკოლის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1 100 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ფენიქსი" " ასრულებს. ☑️გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 536 750 ლარი დაიხარჯება.