სოფელ მუკუზანში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ მუკუზანში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხი და ცხაური მოეწყობა: ე.წ. ნადირაშვილების, სკოლის და ჭერემელების უბნებში. პროექტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "მია2008" ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.