Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ჭანდარში სტადიონის უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25 February, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, სტადიონის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 490 მეტრი სიგრძის გზა, სანიაღვრე არხი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.  საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება, რისთვისაც 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.  პროექტს, გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "მექანიზატორი - 2005" ასრულებს.

Share page