2019 წელს სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. მეგერელიშვილების უბანში გზა რეაბილიტირდა
Publish date:
27 February, 2020
End date:
27 February, 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წელს, სოფელ ვაჩნაძიანში კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის - ე.წ. მეგერელიშვილების უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა გზა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა. სამუშაოები ამხანაგობა " ბილტმორი-2" შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სოფელ ვაჩნაძიანში ოთხი შიდა საუბნო გზა რეაბილიტირდა, რისთვისაც ჯამში 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯა