გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე, მიწის ვაკისის მოჭრის და მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "შპს ნიუპოვერი" ასრულებს.