სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ზიარსა და ფხოველში
Publish date:
28 January, 2020
End date:
28 January, 2020
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრა გაიმართა ზიარის და ფხოველის მოსახლეობასთან. პროგრამით გათვალისწინებული თანხით სოფელ ფხოველში შიდა საუბნო გზები მოიხრეშება, ზიარში კი, დამონტაჟდება გარე განათება და ე.წ. "ნადაანთ" უბანში წყლის სისტემა მოეწყობა. აღნიშნული პრიორიტეტული საკითხები, საერთო კრებაზე, ადგილობრივებმა თავად შეარჩიეს. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ფხოველისთვს და ზიარისთვის, თითოეულისთვის , 10 000 ლარია გამოყოფილი.