სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ დარჩეთში
Publish date:
28 January, 2020
End date:
28 January, 2020
სოფელ დარჩეთში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სკვერი მოეწყობა. პრიორიტეტი ადგილობრივებმა სოფლის საერთო კრებაზე შეარჩიეს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ დარჩეთისთვის, 16 000 ლარია გამოყოფილი.