სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ არაშენდაში
Publish date:
28 January, 2020
End date:
28 January, 2020
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტები შეარჩიეს სოფელ არაშენდაშიც. ადგილობრივებს, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, რამდენიმე საკითხის გადაჭრა სურთ. სასმელი წყლის სისტემის ამოცვლა სოფლის ბოლოში,წყლის #1 ჭაბურღილის შემოღობვა და საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა - ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც არაშენდელებმა საერთო კრებაზე შეარჩიეს. გამართულ შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", სოფელ არაშენდისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.