სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ კაჭრეთში
Publish date:
28 January, 2020
End date:
28 January, 2020
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მორიგი შეხვედრა სოფელ კაჭრეთში გაიმართა. ადგილობრივებმა, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, რამდენიმე საკითხის გადაჭრა დაასახელეს - სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა და უბნებში, ორ მონაკვეთზე, დაზიანებული სანიაღვრე არხის ამოცვლა. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", კაჭრეთისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.