Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ მელაანში

Publish date: 27 January, 2020
End date: 27 January, 2020

 სოფელ მელაანში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, რამდენიმე უბანში გარე განათება დამონტაჟდება, საბავშვო ბაღის ეზოში კი საბავშვო ინვენტარი განთავსდება. მელაანელებმა, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, საერთო კრებაზე შეარჩიეს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სოფელში არსებულ საჭიროებებზე, მათი გადაჭრის გზებზე და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.  წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", მელაანისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი

Share page