სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ბაკურციხეში
Publish date:
24 January, 2020
End date:
24 January, 2020
ბაკურციხეში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივებმა პრიორიტეტად, შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მონტაჟი და სკვერის მოწყობა დაასახელეს. სოფლის საერთო კრებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, სოფელში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და მიმდიდარე წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს. წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ბაკურციხისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.