Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ კოლაგში

Publish date: 24 January, 2020
End date: 24 January, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტები შეარჩიეს სოფელ კოლაგშიც. ადგილობრივებმა, პროგრამით, გარე განათების მონტაჟი და სპორტდარბაზში სველი წერტილების მოწყობა გადაწყვიტეს. კოლაგში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კოლაგელებს, მიმდინარე წელს,სხვა დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ კოლაგისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.

Share page