სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ჩუმლაყში
Publish date:
17 January, 2020
End date:
17 January, 2020
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად შეხვედრა გაიმართა სოფელ ჩუმლაყში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვესწრებოდი.
ადგილობრივებმა, საერთო კრებაზე, პროგრამის ფარგლებში გარე განათების მოწყობა, საბავშვო ბაღისთვის ინევენტარის შეძენა და სპორტული მოედნის რეაბილტაცია გადაწყვიტეს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ჩუმლაყისთვის გამოყოფილი 20 000 ლარი, სწორედ მათ მიერ შერჩეულ სამუშაოებს მოხმარდება.