სოციალურად დაუცველებს საახალწლო ნობათები გადაეცათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია წელს 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათებით ეხმარება. სოციალური პაკეტების გადაცემა მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რაც შეეხება ქალაქ გურჯაანს, საახალწლო ნობათები სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას უახლოეს დღეებში გადაეცემა. სოციალური პაკეტის მიმღები ოჯახები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. ესენია: სოციალურად დაუცველი ოჯახები (მინიმალური ქულათა რაოდენობით), მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირების ოჯახები და მარჩენალდაკარგულები. 2019 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საახალწლო ნობათებისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი.