ჩუმლაყში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Publish date:
2 December, 2019
End date:
2 December, 2019
2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. კოშკის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 374 744 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, ე.წ. კოშკის მიმდებარე უბნის გზასთან ერთად, საბავშვო ბაღის გზაც რეაბილიტირდა. სამუშაოები კომპანია "ბლექს სი გრუპმა" შეასრულა.