ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

30 მარტი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: გურჯაანი, ვეჯინი, კოლაგი, ჭანდარი და ძირკოკი, 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სამშენებლო-საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, სოფელ გურჯაანში, ვეჯინსა და კოლაგში სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის, ძირკოკსა და ჭანდარში კი საპროექტო სამუშაოები ხორციელდება.

პროექტებით გათვალისწინებულია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურების, მაგისტრალური მილებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.

ამ დრომდე, აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს და მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

ხუთი სოფლის - გურჯაანის, ჭანდრის, ძირკოკის, ვეჯინის, და კოლაგის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 27 მილიონი დაიხარჯება.

გააზიარე