ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ველისციხეში ახალგაზრდებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

24 თებერვალი, 2020

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტის - ,,ეს ქვეყანა შენია" ფარგლებში, დასუფთავების აქცია მოაწყვეს. ახალგაზრდებმა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.  დასუფთავების აქცია ველისციხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა, რომელშიც სხვა მოხალისე ახალგაზრდები, ველისციხის ბიბლიოთეკის და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ახალგაზრდები მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გეგმავენ.

გააზიარე