Startup Gurjaani-ს გახსნა
დღეს გურჯაანის ტექნოპარკში, პროექტი “startup gurjaani “ დაიწყო, რომლის გახსნასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, პირველ მოადგილე ლერი გელენავასთან ერთად დაესწრო.
პროექტში, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ახორციელებს, 15-25 წლამდე ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების მეწარმეობით დაინტერესება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს ბიზნეს იდეების მიღება, რომლებზეც პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები იმუშავებენ განსაზღვრულ თემებზე: ენერგეტიკა, ეკოლოგია და მყარი ნარჩენების მართვა, სოფლის მეურნეობა.
ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო 3 იდეა (თითო-თითო მიმართულებიდან), და გადაეცემა ფულადი ჯილდო თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.