ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

2 თებერვალი, 2023

3 თებერვლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

სოფლის საერთო კრება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და ადგილობრივები, გასული წლების მსგავსად, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს თავად შეარჩევენ.

მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება  "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი შემდეგი პროექტები შეარჩიოს :

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე - ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

სარწყავი სისტემები;

სანიაღვრე არხები;

ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გზები და გზისპირა მოსაცდელები;

ხიდები, ცხაური, ხიდ - ბოგირები, გადასასვლელები.

გარე განათება.

სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

ამბულატორიის შენობები;

სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

მინი - ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

2023 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 520 000 ლარია გამოყოფლი .

ხვალ, 3 თებერვალს სოფლის საერთო კრებები გაიმართება სოფლებში: კახიფარი , ვაჩნაძიანი , კალაური. 

შეხვედრების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

 

#მერიახალხისსამსახურში

#სოფლისპროგრამა2023

გააზიარე