ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

2 მარტი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების - ველისციხის, ახაშნის, ჩუმლაყის, ყიტაანის, Სოფელ გურჯაანის, ჭანდრის, ძირკოკის, ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხის და კარდენახის მოსახლეობას შეხვდნენ, სოფლებში არსებული საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

შეხვედრებზე არაერთი საკითხი წამოიჭრა, საიდანაც პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით შეირჩა. Სწორედ ადგილობრივების მიერ შერჩეულ სამუშაოებს მოხმარდება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

შეგახსენებთ, რომ წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 520 000 ლარი დაიხარჯება. განსახორციელებელ პროექტებს კი, გასული წლების მსგავსად, ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით თავად ირჩევენ.

გააზიარე