ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ მუკუზანში

17 იანვარი, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტები შეარჩიეს სოფელ მუკუზანშიც.  ადგილობრივებმა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გამოყოფილი თანხით, სკვერის მოწყობა და არსებული დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. სოფლის საერთო კრებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი მაჩხაშვილი ესწრებოდნენ.  წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, მუკუზნისთვის, 16 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე