სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ კარდენახში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მორიგი შეხვედრა სოფელ კარდენახში გაიმართა. ადგილობრივებმა, საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით, რამდენიმე შიდა საუბნო გზაზე გარე განათების მონტაჟი გადაწყვიტეს. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", კარდენახისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.