ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ არაშენდაში

28 იანვარი, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტები შეარჩიეს სოფელ არაშენდაშიც. ადგილობრივებს, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, რამდენიმე საკითხის გადაჭრა სურთ. სასმელი წყლის სისტემის ამოცვლა სოფლის ბოლოში,წყლის #1 ჭაბურღილის შემოღობვა და საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა - ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც არაშენდელებმა საერთო კრებაზე შეარჩიეს.  გამართულ შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.  წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", სოფელ არაშენდისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე