ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩალაუბანში, მელაანში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში შეხვედრები გაიმართა

7 მარტი, 2022

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს ჩალაუბანში, მელაანში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში.

მოსახლეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდა. ადგილობრივებმა სოფლებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე ის პრიორიტეტები შეარჩიეს, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 520 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე