ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჩუმლაყში

18 ივლისი, 2019

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გურჯაანში, ხილის რთველის მიმდინარეობის პროცესი კიდევ ერთხელ მოინახულა.

მინისტრის მოადგილე სოფელ ჩუმლაყში არსებულ ატმის საბითუმო ბაზრობაზე ატმის მწარმოებლებს შეხვდა და პირადად მოისმინა ხილის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა პირობას ქმნის, რომ პროცესი შეუფერხებლად განვითარდეს. დღეის მდგომარეობით მაღალი ხარისხის ატმის ფასი 1.20-დან 1.40 ლარამდეა, გადარჩეული და არასტანდარტული კი 20 - 40 თეთრი ღირს, “ - განაცხადა პავლიაშვილმა.

 ატმისა და ვაშლატამის რეალიზაცია ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება.

 ამ დროისთვის, დაალოებით 12 ათასი ტონა ატამია მოკრეფილი, საიდანაც 4 ათასი ტონა ექსპორტირებულია.

გააზიარე