სოფლებში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზების მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ძირკოკში, გუშინ ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული, სავარგულებთან მისასვლელი გზის და ხევის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სანიაღვრე არხების გაწმენდის და საუბნო გზების მოსწორების სამუშაოებს ასევე ახორციელებს სოფლებში: ვაზისუბანში, კალაურსა და ყიტაანში.