სოფლებში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზები იწმინდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული, ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს.
სოფელ კოლაგში მოსწორდა ადიდებული ხევისგან დაზიანებული საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზები, ასევე, სოფელ ძირკოკში გაიწმინდა ხევი და შემოვლითი გზა.