ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ძირკოკში ახალგაზრდული ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

16 მარტი, 2022

მალე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ახალგაზრდული ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში შენობის სრული განახლება მოხდება.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 18 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 298 898 ლარია.

 

გააზიარე