ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ველისციხეში ბიზნესმენმა შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცა

3 April, 2020

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ადგილობრივმა ბიზნესმენმა პეტრე სულხანიშვილმა, ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცა. სასურსათო პაკეტი, რომელშიც რამდენიმე სახეობის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი შედიოდა, 50 - მა ეკონომიურად შეჭირვებულმა, სოციალურად დაუცველმა და ობოლ ბავშვთა ოჯახმა მიიღო. სურსათის დარიგებაში მონაწილეობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელებმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა - ვანო გიორგაძემ და გოჩა მაისურაძემ მიიღეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ბატონ პეტრე სულხანიშვილს დიდ მადლობას უხდის, ასეთ რთულ პერიოდში, ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის!

გააზიარე