ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

19 ივლისი, 2022

სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგო ე.წ. სკოლის და რკინიგზის უბნების გზებზე, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

გზის რეაბილიტაციამდე, 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ამოიცვალა წყალსადენის სისტემაც.

პროექტზე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ფენიქსმა" შეასრულა, 800 000 ლარამდე დაიხარჯა.

გააზიარე