ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

22 მარტი, 2022

მალე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.

პროექტის ფარგლებში, „პალატებისკენ“ მიმავალ 1 900 მეტრამდე სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაიგება, გვერდულებისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება საბავშვო ბაღის გზას, სადაც 280 მეტრზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ბახტრიონი 2012“ შეასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2022-2023 წლებში განხორციელდება.

 გზების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 მლნ 676 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე