სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. ბაღის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. ბაღის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება 280 მეტრი სიგრძის გზაზე , ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებზე. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "ბახტრიონი - 2012" ასრულებს.
პროექტი ორწლიანია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობის 256 000 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაჩნაძიანში, ასევე განახორციელებს პალატებისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაზეც 1 მლნ 420 000 ლარი დაიხარჯება.