ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ შაშიანში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

13 April, 2022

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 პროექტის დასრულების შემდეგ 80 ოჯახის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს "ჰიდროგეო" ასრულებს.

ჭაბურღილის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. პროექტზე 180 000 ლარამდე დაიხარჯება.

გააზიარე