სოფელ ნანიანში საბავშვო ბაღის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში საბავშვო ბაღის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ დროისთვის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი, შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი, მოასფალტდება გზის სავალი ნაწილი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება, რაზეც 460 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "გზამშენი 15" ასრულებს