სოფელ კახიფარში მინი სპორტული მოედანი მოეწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ახალი მინი სპორტული მოედანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა დაათვალიერა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 80 000 ლარამდე დაიხარჯა.
" გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და კეთილმოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაზრდას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად, ასეთი სპორტული მოედნის მშენებლობა რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს, ზოგან კი სატრენაჟორო სივრცე ეწყობა. გურჯაანში, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა სოფელში იყოს მსგავსი სავარჯიშო სივრცე . " - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს სპორტულ სივრცეებს 11 სოფელში და ქალაქ გურჯაანში ოთხ ადგილზე მოაწყობს. პროექტებისთვის, ჯამში, 1 მილიონ 200 000 ლარამდეა გამოყოფილი.