ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

6 April, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ გურჯაანში ე.წ. ,,მურაკაანთ" უბნის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება 200 მეტრი სიგრძის გზაზე, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, დაიდგმება საგზაო ნიშნები.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „გზამშენი 15“ ასრულებს.

გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე დაიხარჯება.

გააზიარე