ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში, შიდა საუბნო გზის, მიხეილ არევაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5 May, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჩუმლაყში, შიდა საუბნო გზის, მიხეილ არევაძის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.

 პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება სავალ გზაზე და ეზოებში შესასვლელებში. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

 სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული, შპს ბი-ეს-ჯი ასრულებს.

გზის რეაბილიტაციაზე 490 000 ლარამდე დაიხარჯება.

გააზიარე