ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში წყლის ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს

14 May, 2022

სოფელ ჩუმლაყში წყლის ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.

ახალი ჭაბურღილი ე.წ. კოშკის უბანში კეთდება, საიდანც წყალს 70 ოჯახი მიიღებს. ამ დრომდე, წყალი მათ გრაფიკით, შეფერხებით, მიეწოდებათ.

აღსანიშნავია, რომ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებს 6 სოფელში: შაშიანში, ვაზისუბანში, კარდენახში, ჩალაუბანში, ზეგაანსა და ჩუმლაყში ახორციელებს.

 

გააზიარე