ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოლომონ პავლიაშვილმა გურჯაანის აგრარული ბაზარი მოინახულა

31 მარტი, 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის აგრარულ ბაზარს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ, თუ რამდენად დაცულია უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. გურჯაანის აგრარულ ბაზარს დღეში რამდენჯერმე უტარდება დეზინფექცია და ვაჭრობა შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით მიმდინარეობს.

გააზიარე