ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოციალური დახმარების პროგრამის პირველი კვარტლის ანგარიში

6 May, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1520 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 955 ლარი გაიცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა მოიცავს:

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

ახალშობილთა ოჯახების დახმარება;

ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა;

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;

ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება;

სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;

მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო - ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება;

ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია ,, მოქალაქეთა თანადგომის " დაფინანსება;

ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება ;

უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება ;

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსება;

უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

ხანდაზმულ პირთა დახმარება ;

ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;

ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება;

სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;

შშმ პირთა დახმარება;

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება;

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1 მლნ 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

გააზიარე