შეხვედრები მოსახლეობასთან: ვაზისუბანში, მუკუზანსა და ველისციხეში (3 ნოემბერი))
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრები სოფლებში: ვაზისუბანში, მუკუზანსა და ველისციხეში გაიმართა.
ადგილობრივებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრი გელა სამხარაული, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე შეხვდნენ.
შეხვედრების მიზანი ადგილზე არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მსჯელობაა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.