ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ

26 თებერვალი, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (ფაო) - ს მიერ სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: ფერმერებს, კოოპერატივებს, საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც მერძევეობით, მესაქონლეობითა და მებოსტნეობითა არიან დაკავებულნი. საგრანტო კონკურსს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EO) დახმარებით, ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შევსება 31 მარტამდე შეუძლიათ ვებგვერდზე www. faogrants.ge  ინიციატივის მიზანია, ქართველი ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.  შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები , ფერმერები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.  საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ : www. faogrants.ge

გააზიარე