საშობაო ღონისძიების მზადების პროცესი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს გურჯაანში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, ბავშვებისთვის იმღერებს "მეკო სტუდია", საღამოს კი თიკა ჯამბურია, თამუნა ამონაშვილი და ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" დაასრულებენ.