ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

საინფორმაციო შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ

13 სექტემბერი, 2022

 დღეს, გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ , მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. 

„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ - კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე დაინტერესებულ პირებს კონსულტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს. 

 მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, უფასო კონსულტაციით ათეულობით მოქალაქემ ისარგებლა.  საკონსულტაციო შეხვედრა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში იმართება.
 

გააზიარე