ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

საგრანტო კონკურსი "აწარმოე საქართველოში" იწყება

18 მარტი, 2022

გურჯაანის ტექნოპარკში სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საგრანტო კონკურსში ბიზნესიდეების მიღება 21 მარტს იწყება, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარების და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარებისა. პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში ბიზნესიდეების მიღება 11 აპრილს, 15:00 საათზე დასრულდება.

საინფორმაციო შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი მინდორაშვილი, მერის მოადგილე ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის გვერდს https://www.enterprisegeorgia.gov.ge/.../Busi.../microgrants

გააზიარე