საბავშვო ბაღებში სასურსათე კალათების შევსება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასურსათე კალათების შევსება მიმდინარეობს. როგორც იცით, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილოს ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებისთვის გამოიყო 132 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც გურჯაანის საბავშვო ბაღების 2200 აღსაზრდელის ოჯახს სასურსათე კალათები გადაეცემა. სასურსათე კალათების მიღება მშობლებს ხვალ დილიდან შეეძლებათ.